აღნიშნული მომსახურებით დომენის მესაკუთრეს ეძლევა საშუალება გაყიდოს საკუთარი დომენი მისთვის მისაღები ფასით შუამავლის გარეშე. მომსახურების პაკეტები საშუალებას იძლევა სხვადასხვა რაოდენობის დომენი გამოიტანოთ გასაყიდად 1 წლით. შემდგომში მცირე პაკეტის მფლობელს შესაძლებლობა აქვს შეცვალოს პაკეტი და გადაიყვანოს უფრო დიდ პაკეტზე, ხოლო გადაიხადოს მხოლოდ თანხის სხვაობა.
ქვევით მოცემული პაკეტებიდან შეიძინეთ სასურველი. ყველა პაკეტი იძლევა დომენების და/ან სხვადასხვა რაოდენობის საიტის გაყიდვის შესაძლებლობას: 1 დომენი, 5 დომენი, 20 დომენი, 50 დომენი, 100 დომენი, 200 დომენი. პაკეტი მოქმედებს 1 წლის განმავლობაში. შესაძლებელია პაკეტის გაგრძელება, ასევე ნებისმიერ დროს შეცვალოთ პაკეტი უფრო დიდ პაკეტზე და გადაიხადოთ მხოლოდ თანხის სხვაობა
პაკეტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ გასაყიდი დომენი რეგისტრირებულია ჩვენს საიტზე - FindDomain.ge. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია დომენი გადმოიტანოთ ჩვენს პორტალზე. ამ პროცესს ჰქვია დომენის ტრამსფერი ჩვენს პორტალზე).
დომენის და/ან საიტის გაყიდვის დაწყებისთვის შედით თქვენს ანგარიშში, შემდეგ მენიუში ``ჩემი სერვისები`` და აირჩიეთ ნაყიდი პაკეტი, დააწკაპუნეთ მასზე 2-ჯერ. სერვისის გვერდზე მარცხენა მხარეს აირჩიეთ ``დომენის დამატება`` და შეავსეთ ველები: გასაყიდი დომენი, პროდუქტი (დომენი და/ან საიტი), ფასი, კატეგორია, სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია. აუცილებელი ველები მონიშნულია წითელი ``*``ით. სასურველია შენიშვნაში დაწეროთ ტექსტი თუ რა ბიზნესიდეებისთვის არის მომგებიანი არსებული დომენი. ეს ინფორმაცია გარკვეულ სტიმულს მისცემს მყიდველს.
დამატებულ დომენს თუ საკუთარი საიტი არა აქვს ავტომატურად შეექმნება პირადი გვერდი თქვენი შეტანილი ინფორმაციით. ასევე პარალელურად გამოჩნდება დოენის მარკეტზე ``გასაყიდი დომენების სიაში``